ისტორიის პედაგოგის ნანა
ზაზანაშვილის
2016-2017
სასწავლო წლის I
სემესტრის საგნობრივი ანგარიში
მიმდინარე
სასწავლო წელს ვასწავლი მე-6 გ,დ
;მე-7 ა; მე-8 ბ; მე-11 ა,ბ; მე-12 ბ
კლასებს.აღნიშნულ კლასებში დავგეგმე და განვახორციელე სხვადასხვა აქტივობები, როგორიცაა
კლასგარეშე შემეცნებითი ექსკურსიები, პრეზენტაციები, სახალისო ვიქტორინები, სემესტრის
განმავლობაში ვატარებდი სხვადასხვა საინტერესო აქტივობებით დატვირთულ გაკვეთილებს კლასებში,
აღნიშნული მეთოდები ხელს უწყობს მოსწავლებში მოტივაციის ამაღლებას, ასევე უფრო მრავალფეროვანი
ხდება მათთვის გაკვეთილები, რაც ხელს უწყობს მოსწავლეებში სხვადასხვა სააზროვნო უნარების
განვითარებას.
VI გ
კლასს ვასწავლი მეორე წელი, კლასი საშულო დონის უნარების მაჩვენებელია, ასევე დაკომპლექტებულია
სხვადასხვა ეროვნების ბავშვებით, კლასში არის ასევე სსმ მოსწავლე, მისთვის შემუშავებული
მქონდა ინდ-სასწავლო გეგმა, რომელიც მან წარმატებით დაძლია. მე-6 კლასში მოსწავლეები
შეისწავლიან საგანს „ჩვენი საქართველო“, პირველ სემესტრში მათ შეისწავლეს, დრო და ისტორია,
ასევე საქართველოში გავრცელებული რელიგიები, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მოვაწყვეთ
შემეცნებითი ექსკურსია ძველი თბილისის უბანში, ბავშვებმა მოინახულეს ერთ სივრცეში განლაგებული
სხვადასხვა რელიგიური შენობა-ნაგებობები ( სომხური ეკლესია,ებრაული სინაგოგა, მუსლიმური
მეჩეთი. მართლმადიდებლური ტაძარი და კათოლიკური ეკლესია), ნანახით მოსწავლეები კმაყოფილები
დარჩნენ და სკოლაში დაბრუნებულებმა თავიანთი შთაბეჭდილებები კედლის გაზეთის მეშვეობით
გამოხატეს.
პირველი სემესტრის დეკემბრის თვეში დაკომპლექტდა კიდევ
ერთი მე-6 დ კლასი, ამ კლასის
სასწავლო უნარების საშაულო დონისაა. მეორე სემესტრში ვგეგმავ განვახორციელო უფრო მრავალფეროვანი
აქტივოებები და რაც მთავარია მოსწავლეების საჭიროებებზე და მათ უნარებზე გათვლილი.
VII ა
კლასი
აღნიშნულ
კლასს უკვე მესამე წელია ვასწავლი ისტორიას, მოსწავლეების უმეტესობა აქტიურად არის
ჩართული როგორც შიდა სასკოლო პროცესში, ასევე კლასგარეშე აქტივობებში. ისინი დიდი ენთუზიაზმით
და მონდომებით აკეთებენ მათზე დავალებულ დავალებებს. ძალიან გონებაგახსნილი და კრეატიული
ბავშვები არიან რაც, საშუალებას მაძლევს მრავალფეროვანი აქტივობები დავგეგმო კლასში.ვაწყობთ
დისკუსიებს, ვატარებთ ჯგუფურ გაკვეთილებს რაც საშუალებას მაძლევს ყველა მოსწავლე თანაბრად
იყოს ჩართული სასწავლო პროცესში.
თემის „პრეისტორია“ შესწავლის შემდეგ დავგეგმე შემეცნებითი
ექსკურსია თბილისის სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიურ საგანძურში, აღნიშნული აქტივობის
მთავარი მიზანი იყო მოსწავლეებს ვიზუალურად აღექვათ უძველესი ადამიანების ყოფა-ცხოვრება
და კულტურა.ასევე მოსწავლეებმა მოამზადესპრეზენტაცია
თემაზე „ძველი აღმოსავლეთის ცივილიზაციები“, მათ მოიძიეს და დაამუშავეს ძველი იმპერიების შესახებ ინფორმაციები და ისტ-ტექნოლოგიის
დახმარებით power point-ის
პროგრამის მეშვეობით საკმაოდ საინტერესო და ამომწურავი პრეზენტაციები წარმოადგინეს.
კლასი ნამდვილად
იძლევა საშუალებას რომ უფრო მეტი და მრავალფეროვანი აქტივობები განვახორციელოთ ერთობლივად.
VIII ბ კლასთან
მუშაობა წელს პირველად დავიწყე,ამიტომ გადავწყვიტე
რომ პირველი სემესტრი მათი შესაძლებლობების და უნარების შესწავლისთვის დამეთმო. კლასი
ამ ეტაპზე ავლენს საშუალო დაინტერესებას ისტორიის საგნისადმი.მოსწავლეთა აკადემიური
მოსწრებაც არ არის დამაკმაყოფილებელი,ამ მხრივ ვცდილობდი ისეთი გაკვეთილების ჩატარებას,რომელი
ძირითადად მოსწავლეთა საჭიროებებზე და მათ გონებრივი შესაძლებლობებზე იქნებოდა მორგებული.
XI ა ბ კლასი
მეთერთმეტე
კლასი განეკუთვნება საშუალო საფეხურს, ეს არის საფეხური სადაც მოსწავლეებმა 3 წლის განმავლობაში უნდა შეიძინონ მაღალი დონის
სააზროვნო უნარ-ჩვევები: ანალიზი, სინთეზი,. ამაში მათ რათქმაუნდა დაეხმარება სხვადასხვა
სააზროვნო აქტივობები, რასაც თითქმის ყველა გაკვეთილზე ვატარებთ. მოსწავლეები ძირითიდად
კლასში აკეთებდნენ სამუშაოებს რადგან ისტორიის სახელმძღვანელოც ძირითადად ამ პრინციპზეა
აგებული.ხშირად ვაწყობთ დისკუსიებს, ვმუშაობთ ჯგუფურად, ასევე რამოდენიმე მოსწავლემ
მონაწილეობა მიიღო ისტორიის ოლიმპიადის პირველ ტურში.ასევე მე-11 ბ კლასის 6 მოსწავლე
მონაწილეობას იღებდა სამგორის რაიონის მიერ გამართულ დებატების კონკურსში,აღნიშნული
კონკურსი რამოდენიმე ეტაპად ჩატარდა და საბოლოოდ
ბავშვებმა ფინალური ტურიც მოიგეს, ისინი დაჯილდოვდნენ სიგელებით და ფასიანი
საჩუქრებით. მეთერთმეტე კლასში ვიწყებთ სააბიტურიენტო
მასალის შესწავლას, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ მოსწავლეებმა სიღრმისეულად შეისწავლონ
საქართველოს და მსოფლიოს ისტორია,გაანალიზონ და განიმტკიცონ ცოდნა, რაშიც მათ ეხმარება
ხშირი შემაჯამებელი დავალებები ტესტების და ღია კითხვების სახით. ყოველი თემის დასრულების
შემდეგ ვაწყობთ პრეზენტაციებს და ვაჯამებთ განვლილ მასალას.
XII კლასი
მეთორმეტე კლასი არის სააბიტურიენტო კლასი, ამიტომ
ძირითადი აქცენტი კეთდება მოსწავლეების cat და ეროვნული გამოცდებისათვის მომზადებაზე.
მოსწავლეთ აკადემიური მოსწრება კლასების მიხედვით
კლასი
|
10 ქულა
|
9 ქულა
|
8 ქულა
|
7 ქულა
|
6 ქულა
|
5 ქულა
|
4 ქულა
|
3 ქულა
|
VI-გ
|
2
|
2
|
5
|
8
|
5
|
2
|
|
|
VI-დ
|
|
2
|
5
|
2
|
3
|
6
|
2
|
3
|
VII-ა
|
6
|
4
|
4
|
4
|
5
|
5
|
|
|
VIII-ბ
|
|
1
|
1
|
5
|
5
|
13
|
4
|
|
XI-ა
|
2
|
5
|
4
|
6
|
4
|
|
|
|
XI-ბ
|
3
|
2
|
4
|
5
|
5
|
4
|
|
|
XII-ბ
|
1
|
3
|
2
|
8
|
1
|
3
|
|
|
No comments:
Post a Comment