სვეტიცხოვლობა
14 ოქტომბერს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია უფლის კვართის დღესასწაულს ზეიმობს.აღნიშნულ დღესასწაულთან დაკავშირებით ჩემს სადამრიგებლო XI ა კლასთან ერთად მოვაწყე სასწავლო შემეცნებითი ექსკურსია მცხეთის ღირშესანიშნაობების მოსანახულებლად. ექსკურსიის მიზანი იყო სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებული ტაძრების მონახულება და ქართლის გაქრისტიანებასთან დაკავშირებული ისტორიული ფაქტების გახსენება. მოვინახულეთ და მოვილოცეთ სვეტიცხოვლის ტაძარი, ჯვრის მონასტერი და სამთავროს დედათა მონასტერი. თითოეული ღირსშესანიშნაობების დათვალიერებისას მოსწავლეებს მოკლედ გავაცანი ტაძრების აგების ისტორია, ვესაუბრე ასევე ამ ტაძრების დანიშნულებაზე და მათ ფასეულობებზე. მეც და ჩემი მოსწვალეები ამ მცირე ექსკურსით კმაყოფილები ვიყავით.
No comments:
Post a Comment