ჩვენ გვახსოვს

    1921 წელი თებერვალი!!! შავად და წითლად შემოსილა საქართველოს რესპუბლიკა, თუმცა სადღაა რესპუბლიკა?!, ის ქართველებს წაართვეს,წაართვეს როგორც ახალშობილი დედას....
   ახალდაბადებული, ჯერ კიდევ სიარულს სწავლობდა დემოკრატია ქვეყანაში, მოვიდნენ ისინი, ჩექმებით, ხიშტებით, ფეხქვეშ გათელეს ქართველობა, ქართული თავისუფლება და სიამაყე, წაგვართვეს ახალგაზრდობა და ბნელ წყვდიადში გადაგვისროლეს....

  სწორედ ამ თარიღს (1921 წლის თებერვლის) ოკუპაციას მიეძღვნა ჩემს მიერ დაგეგმილი ღონისძიებებიც. აღნიშნული ღონისძიებებისმ მთავარი მიზანი და სათქმელიც საქართველოს ისტორიის ამ უმზიმესი პერიოდის გახსენება იყო, მე და ჩემი მოსწავლეები შევეცადეთ მოკრძალებული პატივი მიგვეგო ქართველ გმირების ხსოვნისთვის.

VI გ-დ კლასმა დაამზადა კედლის გაზეთები




VIII ბ კლასმა მოინახულა საქართველოს  ეროვნულ მუზეუმში არსებული ოკუპაციის მცირე მუზეუმი



VII ა კლასში მოეწყო დოკუმენტური ფილმის ჩვენება "დამოუკიდებლობის 1005 დღე"





ასევე მეშვიდე კლასში ჩატარდა "ხსოვნის საღამო", რომელიც მიეძღვნა დაღუპული ქართველი იუნკერების ხსოვნას.







No comments:

Post a Comment