27 სექტემბერი- 23 წელი გავიდა 1993 წლიდან დღემდე, და ისევ ისეთივე ტკივილიანია ეს დღე ქართველებისათვის, დაეცა სოხუმი, დავკარგეთ საქართველოს ერთ-ერთ ულამაზესი მხარე, ისტორიული მიწა.დავკარგეთ ახაგალგაზრდა თაობა,300000 მა ადამიანმა დაკარგა საკუთარი საცხოვრებელი,ისინი ქვეყნის ლტოლვილებად იქცნენ.
ჩვენი ვალია გვახსოვდეს ეს დღე, და არამარტო გვახსოვდეს, არამედ მომავალ თაობასაც არ დავავიწყოთ, რომ გვქონდეს უკეთესი მომავლის იმედი და რომ გვწამდეს ჩვენ დავბრუნდებით!!!
ჩემს მიერ მომზადებული პრეზენტაციას მთავარი სათქმელიც ეს იყო,მინდოდა ჩემს მოსწავლეებს მეტი სცოდნოდათ საქართველოს უახლოეს წარსულში მომხდარ ამ ტკივილიან მოვლენაზე. 11-12 კლასის მოსწავლეებისათვის მოვამზადე პრეზენტაცია სოხუმის დაცემის შესახებ,ასევე ვაჩვენე მათ აფხაზეთის ომის ამსახველი ვიდეომასალა, პრეზენტაციის დასასრულს მოვაწყეთ მცირე დისკუსია.
მეამაყები, რომ ჩვენი სკოლის პედაგოგი ხართ!:)
ReplyDeleteწარმატებებსა და წინსვლას გისურვებთ <3
ReplyDeleteდიდი მადლობა ქალბატონო მაია😍
ReplyDelete