სადამრიგებლოს წლიური ანგარიში

XI ა კლასის დამრიგებლის ნანა ზაზანაშვილის
წლიური ანგარიში
    2016 სასწავლო წლის დასაწყისიდან ვხელმძღვანელობ XI ა  კლასს. კლასში წლის დასაწყისში იყო 22 მოსწავლე, აქედან 11 ბიჭი და 11 გოგონა. II სემესტრში წავიდა ერთი მოსწავლე ბალიაშვილი გიორგი, ხოლო მოვიდა 2 მოსწავლე: ასლოევა ადელინა და ყელბერაშვილი დიმიტრი.სასწავლო წელი დაასრულა 23-მა მოსწავლემ. კლასი დაკომპლექტებულია სხვადასხვა ეროვნების ბავშვით, კლასის აკადემიური მოსწრება წლის  ბოლოს არის საშუალო.სხვადასხვა საგანში გაცდენილი საათების 30% მეტი დაუგროვდათ ოთხ მოსწავლეს: ყელბერაშვილ დიმიტრის, ჭიჭიაშვილ მარის, მჭედლიშვილ ლუკას,იმედაძე გიორგის, რის გამოც  სასწავლო წლის ბოლოს მათ ჩააბარეს ექსტერნატის გამოცდა.

 კლასის აკადემიური მოსწრება წლის ბოლოს
10-9
8-7
6-5
4-3
2-1
1
3
19


  ზოგადად კლასი არის დისციპლინირებული და მობილიზებული. ნებისმიერ აქტივობას ასრულებენ პასუხისმგებლობით.  ჩემი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული სკოლაში ჩამოყალიბებული სამოქალაქო აქტივობის კლუბში, რამდენიმე მათგანი გახლავთ კლუბ “კრეატიული თაობის“  წევრი. ასევე მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საგნობრივ ოლიმპიადაში და  მათგან 4 მოსწავლე  გადავიდა მეორე ტურში: ამირხანიანი ანასტასია-რუსული ენა,გრკიკიანი ლანა-რუსული ენა,სომხიევი გიორგი-რუსული ენა, მირიანაშვილი მირიანი-გეოგრაფია, ბიოლოგია,ხოლო 1 მოსწავლე მირიანაშვილი მირიანი გადავიდა გეოგრაფიის მესამე ტურში.
  სემესტრის განმავლობაში  ვატარებდი საკლასო საათს სხვადასხვა აქტუალურ თემაზე. ასევე ვაწყობდით დისკუსიებს. : 1. „ ჩემი მიზანი“; 2. „როგორ მოვემზადოთ გამოცდებისთვის“; 3.“ სწრაფვა წარმატებისკენ“; 4. „ჩემი მომავალი პროფესია“. აღნიშნული თემები ხელს უწყობს მათ პიროვნულ განვითარებას, პასუხისმგებლიან და კანონმორჩილ მოქალაქედ ჩამოყალიბებას. გამომდინარე იქედან, რომ მე- 11 კლასს წლის ბოლოს ჰქონდათ cat-ის გამოცდა,მოსწავლეები ორიენტირებულნი იყვნენ  საგამოცდო საკითხების  მომზადებაზე. მეორე სემესტრის განმავლობაში მონიტორინგს ვუწევდი მოსწავლეების საგნობრივი ცოდნის დონეს, ვამოწმებდი მათ დასწრებას გაკვეთილებზე და აქტიურად ვთანამშრომლობდი საგნის მასწავლებლებთან მოსწავლეების საჭიროებების გამოვლენის თვალსაზრისით და არსებული პროლემების აღმოფხვრის მიზნით.
  ჩავატარე მშობელთა კრება II სემესტრის დასაწყისში და  სემესტრის დასასრულს, ასევე საჭიროებისამებრ მქონდა ინდივიდუალური შეხვედრებიც მშობლებთან. სასწავლოს წლის ბოლოს  XI კლასმა ჩააბარა Cat- ის გამოცდა 4 საგანში: გეოგრაფია, ბიოლოგია, ფიზიკა და ქიმია.22 მა მოსწავლემ წარმატებით დაძლია საგამოცდო ბარიერი,ჩაიჭრა მხოლოდ ერთი მოსწავლე ქიმიის გამოცდაზე.
   ვფიქრობ, ჩემი სადამრიგებლო აქტივობები დამაკმაყოფილებლად განვახორციელე, თუმცა საჭიროა მეტი ინდივიდუალური მეთოდების გამოყენება და ყურადღების კონცენტრირებასკოლის წარმატებით დამთავრებისთვის.



No comments:

Post a Comment