XI ა კლასის დამრიგებლის ნანა ზაზანაშვილის
სემესტრული ანგარიში
2016 სასწავლო
წლის დასაწყისიდან ვხელმძღვანელობ XI
ა კლასს. კლასში არის 22 მოსწავლე,
აქედან 11 ბიჭია და 11 გოგონა. კლასი დაკომპლექტებულია სხვადასხვა ეროვნების ბავშვებით,
კლასის აკადემიური მოსწრება I სემესტრის
ბოლოს არის საშუალო. მყავს ერთი მოსწავლე ბალიაშვილი გიორგი რომელიც არის შეუფასებელი
გაცდენილი საათების გამო.
10-9
|
8-7
|
6-5
|
4-3
|
2-1
|
1
|
2
|
14
|
4
|
ზოგადად კლასი
არის დისციპლინირებული და მობილიზებული. ნებისმიერ აქტივობას ასრულებენ პასუხისმგებლობით.
სემესტრის განმავლობაში კლასში დავგეგმე სხვადასხვა სახის ღონისძიებები:
1.
ოქტომბრის თვეში მოვაწყვეთ შემეცნებითი ექსკურსია მცხეთაში,
სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მოვინახულეთ მცხეთის ისტორიული ძეგლები
და ტაძრები
2.
ნოემბრის თვეში ასევე მოვაწყვეთ ექსკურსია ძველ თბილისში.
ექსკურსიის მიზანი იყო ძველი თბილისის ისტორიული შენობა-ნაგებობის დათვალიერება და
მათი ისტორიის გაცნობა
3.
დეკემბრის თვის დასასრულს სკოლაში ჩატარდა ღონისძიება
სკოლის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სადაც ასევე აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები.
გარდა
ამისა ჩემი სადამრიგებლოს მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული სკოლაში ჩამოყალიბებული
სამოქალაქო აქტივობის კლუბში, რამოდენიმე მათგანი გახლავთ კლუბ “კრეატიული თაობა“ ს
წევრი. ასევე მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საგნობრივ ოლიმპიადაში და მათგან 4 მოსწავლე გადავიდა მეორე ტურში.
1.
ამირხანიანი
ანასტასია-რუსული ენა
2.
გრკიკიანი ლანა-რუსული ენა
3.
სომხიევი გიორგი-რუსული ენა
4.
მირიანაშვილი მირიანი-გეოგრაფია, ბიოლოგია
სემესტრის განმავლობაში ვატარებდი საკლასო საათს სხვადასხვა აქტუალურ თემაზე.
ასევე ვაწყობდით დისკუსიებს. : 1. „ ჩემი მიზანი“; 2. „ხასითის სიმტკიცე“; 3.“ სწრაფვა
წარმატებისკენ“; 4. „ჩემი მომავალი პროფესია“. აღნიშნული თემები ხელს უწყობს მათ პიროვნულ
განვითარებას, პასუხისმგებლიან და კანონმორჩილ მოქალაქედ ჩამოყალიბებას. გარდა ამისა
ჩემი სადამრიგებლო კლასის 4 მოსწავლემ მონაწილეობა მიიღო ინსეცინირებულ სასამართლო
პროცესში. გამომდინარე იქედან, რომ 11 კლასს
წლის ბოლოს აქვს cat-ის
გამოცდა,მოსწავლეები ორიენტირებულნი არიან
საგამოცდო საკითხების მომზადებაზე
ჩავატარე მშობელთა
კრება სემესტრის დასაწყისში და სემესტრის დასასრულს,
ასევე საჭიროებისამებრ მქონდა ინდივიდუალური შეხვედრებიც მშობლებთან.
No comments:
Post a Comment