ისტორიის პედაგოგის ნანა
ზაზანაშვილის
2016-2017
სასწავლო წლის შემაჯამებელი საგნობრივი ანგარიში
მიმდინარე
სასწავლო წელს ვასწავლი მე-6 გ,დ
;მე-7 ა; მე-8 ბ; მე-11 ა,ბ; მე-12 ბ
კლასებს.აღნიშნულ კლასებში დავგეგმე და განვახორციელე სხვადასხვა აქტივობა, როგორებიცაა
კლასგარეშე შემეცნებითი ექსკურსიები, პრეზენტაციები, სახალისო ვიქტორინები, სემესტრის
განმავლობაში ვატარებდი საინტერესო აქტივობებით დატვირთულ გაკვეთილებს კლასებში, აღნიშნული
მეთოდები ხელს უწყობს მოსწავლებში მოტივაციის ამაღლებას, ასევე უფრო მრავალფეროვანი
ხდება მათთვის გაკვეთილები, რაც ხელს უწყობს მოსწავლეებში სხვადასხვა სააზროვნო უნარების
განვითარებას.
VI გ
კლასს ვასწავლი მეორე წელი, კლასი საშულო დონის უნარების მაჩვენებელია, ასევე დაკომპლექტებულია
სხვადასხვა ეროვნების ბავშვებით, კლასში არის ასევე სსმ მოსწავლე, მისთვის შემუშავებული
მქონდა ინდ სასწავლო გეგმა, რომელიც მან წარმატებით დაძლია. მე-6 კლასში მოსწავლეები
შეისწავლიან საგანს „ჩვენი საქართველო“, პირველ სემესტრში მათ შეისწავლეს, დრო და ისტორია,
ასევე საქართველოში გავრცელებული რელიგიები, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მოვაწყვეთ
შემეცნებითი ექსკურსია ძველი თბილისის უბანში, ბავშვებმა მოინახულეს ერთ სივრცეში განლაგებული
სხვადასხვა რელიგიური შენობა-ნაგებობები ( სომხური ეკლესია,ებრაული სინაგოგა, მუსლიმური
მეჩეთი. მართლმადიდებლური ტაძარი და კათოლიკური ეკლესია), ნანახით მოსწავლეები კმაყოფილნი
დარჩნენ და სკოლაში დაბრუნებულებმა თავიანთი შთაბეჭდილებები კედლის გაზეთის მეშვეობით
გამოხატეს.
მე II
სემესტრში კლასში ოკუპაციის კვირეულთან დაკავშირებით მოსწავლეებმა მოიძიეს
ინფორმაცია ისტორიული მოვლენის შესახებ, მოძიებული ინფორმაციები წარმოადგინეს კედლის
გაზეთებში და მონაწილეობა მიიღეს სასკოლო გამოფენაში. ამ კლასში განსაკუთრებულ ყურადღებას
ვამახვილბდი პრეზენტირების უნარის განვითარებაზე, ასევე ისტორიული მოვლენების გაგება-გააზრებაზე.
პირველი სემესტრის დეკემბერში დაკომპლექტდა კიდევ ერთი
მე-6 დ კლასი, ამ კლასის სასწავლო
უნარების საშაულო დონისაა. მეორე სემესტრში ამ კლასში ჩემი საგაკვეთილო პროცესი ორიენტირებული
იყო ქცევითი პრობლემების აღმოფხვრაზე და ასევე მათთვის მეტაკოგნიტური უნარების განვითარებაზე.
VII ა
კლასი
აღნიშნულ
კლასს უკვე მესამე წელია ვასწავლი ისტორიას, მოსწავლეების უმეტესობა აქტიურად არის
ჩართული, როგორც შიდა სასკოლო პროცესში, ასევე კლასგარეშე აქტივობებში. ისინი დიდი
ენთუზიაზმით და მონდომებით აკეთებენ მათზე დავალებულ დავალებებს. ძალიან გონებაგახსნილი
და კრეატიული ბავშვები არიან რაც, საშუალებას მაძლევს მრავალფეროვანი აქტივობები დავგეგმო
კლასში.ვაწყობდით დისკუსიებს, ვატარებდით ჯგუფურ გაკვეთილებს რაც საშუალებას მაძლევდა,
ყველა მოსწავლე თანაბრად ყოფილიყო ჩართული სასწავლო პროცესში.
თემის „პრეისტორია“
შესწავლის შემდეგ დავგეგმე შემეცნებითი ექსკურსია თბილისის სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიურ
საგანძურში, აღნიშნული აქტივობის მთავარი მიზანი იყო, მოსწავლეებს ვიზუალურად აღექვათ
უძველესი ადამიანების ყოფა-ცხოვრება და კულტურა.ასევე
მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაცია თემაზე „ძველი აღმოსავლეთის ცივილიზაციები“, მათ
მოიძიეს და დაამუშავეს ძველი იმპერიების შესახებ
ინფორმაციები და ისტტექნოლოგიის დახმარებით power point-ის პროგრამის მეშვეობით საკმაოდ
საინტერესო და ამომწურავი პრეზენტაციები წარმოადგინეს.
II სემესტრიდან
ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებმა ნახეს დოკუმენტური ფილმი „დამოუკიდებლობის
1001 დღე“, რის შემდეგაც იმსჯელეს მიღებულ შთაბეჭდილებებზე და ასევე წინასწარ მოძიებული მასალების მიხედვით სცენური
სახით წარმოადგინეს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ქრონიკა.
კლასი ნამდვილად
იძლევა საშუალებას, რომ უფრო მეტი და მრავალფეროვანი აქტივობები განვახორციელოთ ერთობლივად.
VIII ბ
კლასთან მუშაობა წელს პირველად დავიწყე,ამიტომ გადავწყვიტე რომ პირველი სემესტრი
მათი შესაძლებლობების და უნარების შესწავლისთვის დამეთმო. კლასი ამ ეტაპზე ავლენს საშუალო
დაინტერესებას ისტორიისადმი მოსწავლეთა აკადემიური
მოსწრებაც არ არის დამაკმაყოფილებელი,ამ მხრივ ვცდილობდი ისეთი გაკვეთილების ჩატარებას,რომელი
ძირითადად მოსწავლეთა საჭიროებებზე და მათ გონებრივი შესაძლებლობებზე იქნებოდა მორგებული.
მათი მოტივაციის ამაღლების მიზნით მოვაწყვე შემეცნებითი ექსკურსია ოკუპაციის მუზეუმში,
რის შემდეგ დავავალე მოსწავლეებს წერილობითი სახით წარმოედგინათ მიღებული შთაბეჭდილებები.
XI ა ბ
კლასი
მეთერთმეტე
კლასი განეკუთვნება საშუალო საფეხურს, ეს არის საფეხური, სადაც მოსწავლეებმა 3 წლის განმავლობაში უნდა შეიძინონ მაღალი დონის
სააზროვნო უნარ-ჩვევები: ანალიზი, სინთეზი,. ამაში მათ, რა თქმა უნდა, დაეხმარება სხვადასხვა
სააზროვნო აქტივობები, რასაც ყველა გაკვეთილზე
ვატარებდით. მოსწავლეები ძირითიდად კლასში აკეთებდნენ სამუშაოებს, რადგან ისტორიის
სახელმძღვანელოც ძირითადად ამ პრინციპზეა აგებული.ხშირად ვაწყობთ დისკუსიებს, ვმუშაობთ
ჯგუფურად, ასევე რამდენიმე მოსწავლემ მონაწილეობა მიიღო ისტორიის ოლიმპიადის პირველ
ტურში.ასევე მე-11 ბ კლასის 6 მოსწავლე მონაწილეობდა სამგორის რაიონის მიერ გამართულ
დებატების კონკურსში,აღნიშნული კონკურსი რამდენიმე ეტაპად ჩატარდა და საბოლოოდ ბავშვებმა ფინალური ტურიც მოიგეს, ისინი დაჯილდოვდნენ
სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით. მეთერთმეტე
კლასში ვიწყებთ სააბიტურიენტო მასალის შესწავლას, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ მოსწავლეებმა
სიღრმისეულად შეისწავლონ საქართველოს და მსოფლიოს ისტორია,გააანალიზონ და განიმტკიცონ
ცოდნა, რაშიც მათ ეხმარება ხშირი შემაჯამებელი დავალებები ტესტებისა და ღია კითხვების
სახით. ყოველი თემის დასრულების შემდეგ ვაწყობთ პრეზენტაციებს და ვაჯამებთ განვლილ
მასალას.
XII კლასი
მეთორმეტე კლასი არის სააბიტურიენტო კლასი, ამიტომ
ძირითადი აქცენტი კეთდება მოსწავლეების cat და ეროვნული გამოცდებისათვის მომზადებაზე.
მოსწავლეთ აკადემიური მოსწრება კლასების მიხედვით
კლასი
|
10 ქულა
|
9 ქულა
|
8 ქულა
|
7 ქულა
|
6 ქულა
|
5 ქულა
|
4 ქულა
|
3 ქულა
|
VI-გ
|
2
|
2
|
5
|
8
|
5
|
3
|
||
VI-დ
|
2
|
5
|
2
|
3
|
6
|
3
|
||
VII-ა
|
6
|
4
|
4
|
4
|
5
|
5
|
||
VIII-ბ
|
1
|
1
|
5
|
5
|
13
|
4
|
||
XI-ა
|
1 |
1
|
5
|
4
|
6
|
4
|
||
XI-ბ
|
3
|
2
|
4
|
5
|
5
|
|||
XII-ბ
|
1
|
3
|
2
|
8
|
1
|
3
|
ვფიქრობ სასწავლო წლის განმავლობაში განხორციელებული
აქტივობები რელევანტურია მიზნის შედეგთან ორიენტირებისთვის, მაგრამ საჭიროა ინდივიდუალური
მეთოდების დახვეწა ეფექტიანი სწავლებისთვის. საჭიროა არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად
დიაგნოსტიკური თვითშეფასების წარმოება და პრობლემაზე ორიენტირებული სწავლებისთვის განკუთვნილი
აქტივობების დაგეგმვა.
პროფესიული განვითარების
ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის რეფლექსია
სამოქმედო
გეგმით გათვალისწინებული აქტივობები განვახორციელე შემდეგი თანმიმდევრობით, კონკრეტულად
კოლეგებთან ეფექტური უკუკავშირის მისაღებად ვმართავდი სამუშაო შეხვედრებს, როგორც საგნის
მასწავლებელი და კათედრის ხელმძღვანელი. ვსჯელობდით შეფასების კრიტერიუმების დახვეწაზე
და სასწავლო პროცესში წარმოქმნილ სირთულეებზე. სსმ მოსწავლეთა საჭიროების დასადგენად
თვითრეფლექსიის შემდეგ ვქმნიდი ინდივიდუალურ სასწავლო გეგმებს, რომლებშიც მაქსიმალურად
ვითვალისწინებდი შედეგზე გამსვლელ ეფექტურ აქტივობებს და მივმართავდი იმ კოლეგებთან
უკუკავშირს, რომლებიც ასწავლიდნენ კონკრეტულ მოსწავლეებს.პრობლემაზე ორიენტირებული
სწავლების გასაუმჯობესებლად ვიყენებდი ისეთ აქტივობებს, როგორებიცაა პროექტი, დისკუსია,
დებატები, ასევე ვქმნიდი თვითშეფასების ცხრილს, რაც მეხმარებოდა ხარვეზების აღმოფხვრაში.
ვფიქრობ, პროფესიული
მუშაობის გასაუმჯობესებლად მომდევნო სასწავლო წლის სამოქმედო გეგმაში ავსახო ისეთი
აქტივობები, რომლებიც დამეხმარება სქემით გათვალისწინებულ კარიერულ წინსვლასა და გამოცდილების
გაღრმავებაში.
No comments:
Post a Comment