7ა კლასი



შემეცნებითი ექსკურსია თბილისის სახელმწიფო მუზეუმში

25 ოქტომბერს მეშვიდე კლასმა მოინახულა თბილისის სახელმწიფო მუზეუმის ეროვნული საგანძური, ასევე მათ დაათვალიერეს მუზეუმში გამოფენილი უძველესი ჰომინიდების ექსპონატები.ექსკურსიას შემეცნებითი ხასითი ჰქონდა, ბავშვებმა გაიღრმავეს არსებული ცოდნა ანტიკური საქართველოს ისტორიის შესახებ და ბევრ სიახლესაც გაეცნენ, მათთვის საინტერესო აღმოჩნდა მუზეუმში დაცული საგანძური, განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება მოსწავლეებზე უძველესი ჰომინიდების ექსპონატებმა მოახდინა.





პრეზენტაცია "ძველი აღმოსავლეთის ცივილიზაციები"

სასწავლო პროცესში მნიშვნელოვანია  რომ, მოსწავლეებისათვის შესწავლილი მასალა იყოს საინტერესო, გასაგები და რაც მთავარია ილექებედოს მათ ხანგრძლივ მეხსიერებაში. ამ ყველაფრის ეფექტურად განხირციელების ერთ-ეღტი საშუალება კი შემაჯამებელი გაკვეთილის პრეზენტაციის სახით წარმოდგენაა,როდესაც მოსწავლეები ტავად ირჩევენ საპრეზენტაციო თემებს, ისინი მეტი ხალისით ეკიდებიან სამუშაოს, თავად იძიებენ ინფორმაციებს, ახარისხებენ და აანალიზებენ, გამოიმუშავებენ ჯგუფურად მუშაობის უნარებს.თავისთავად ასეთი სახის აქტივობები მოსწავლეებს დადებითად განაწყობს სწავლის პროცესისადმი და ამაღლებს მათ მოტივაციას.
  2016 წლის 10 ნოემბერს მეშვიდე კლასმა წარმოადგინა შემაჯამებელი გაკვეთილის პრეზენტაცია თემაზე "ძველი აღმოსავლეთის ცივილიზაციები" მათ სურვილისამებრ აირჩიეს საპრეზენტაციო თემები და ასევე თავად გადანაწილდნენ ჯგუფებში, მეშვიდეკლასელების მიერ პრეზენტაციის წარმოდგენა ისტ ტექნოლოგიების გამოყენებით( pover point ) პირველი მცდელობა იყო, რასაც საკმაოდ კარგად გაართვეს თავი, რათქმაუნდა იყო მცირედი ხარვეზებიც , რაც დროთა განმავლობაში გამოსწორებადია, პრეზენტაციის ბოლოს მოსწავლეები შეფასდნენ ორი რუბრიკის მიხედვით ( პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა და თვითშეფასების რუბრიკა)რუბრიკები იხილეთ მითითებულ ბმულებზე: პრეზენტაციის რუბრიკა; თვითშეფასების რუბრიკა

მოსწავლეთა მიერ შექმნილი პრეზენტაციები, ასევე ფოტო-მასალა და მათ მიერ შევსებული რუბრიკები იხილეთ ბმულზე


შემაჯამებელი გაკვეთილის ( პრეზენტაციის)
გეგმა

საგანი
ისტორია
მასწავლებელი
ნანა ზაზანაშვილი
სწავლების საფეხური
საბაზო  VII  კლასი
მოსწავლეთა პროფილი
29 მოსწავლე
გაკვეთილის მთავარი თემა
ძველი აღმოსავლეთის ცივილიზაციები-სახელმწიფოერიობის დასაწყისი
გაკვეთილის ტიპი 
შემაჯამებელი
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეები შეძლებენ ტექსტის, წყაროების დამუშავებას, ინფორმაციის მოძიებას, დახარისხებას  და ანალიზსსახელმწიფოებრიობს რაობის განსაზღვრას, და ძველ ეპოქაში მიმდინარე პროცესების( კულტურულ-ეკონომიკური და პოლიტიკური კუთხით) განსაზღვრას.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული  მიზნები და შედეგები/სტანდარტები
ისტ.VII.3. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში არსებული სახელმწიფოს მმართველობის ფორმები.
ისტ.VII.9. მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს რელიგიის მნიშვნელობა  საზოგადოების ცხოვრებასა და მსოფლიო ისტორიულ პროცესებში.
ისტ.  VII 4.  მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში.
ისტ.VII.10.  მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა კულტურის შემადგენელ ნაწილებზე.

შეფასების საგანი და პროცედურები
განმავითარებელი შეფასებაპრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
მოსწავლეების თვითშეფასების რუბრიკა
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
მოსწავლის სახელმძღვანელო VII კლასის  „ისტორია
ინტერნეტი, pover point-ის პროგრამა.
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებს შესწავლილი აქვთ ძველი აღმოსავლეთის ცივილიზაციები, იცნობენ სახელმწიფოების საშინაო და საგარეო ვითარებას აღნიშნულ ეპოქაში.გაეცნენ მათ კულტურას და საქმიანობას
გაკვეთილის მსვლელობა
საორგანიზაციო საკითხი-1წთ
მოსწავლეების სხედან ჯგუფებად საკუთარი ინტერესებისა და სურვილების გათვალისწინებით
  პრეზენტაციის თემები და პრეზენტატორები
1.   შუამდინარეთის მდებარეობა-( მარიამ ზენაიშვილი და თამარ აგაჯანიანი)
2. შუმერები-( მარიამ ბალხამიშვილი, ივა ზედელაშვილი, კატო პაატაშვილი და ლუკა სოზაშვილი)
3. ბაბილონი-( თამარ გელბახიანი)
4. ასურეთი-( თინათინ პორტნაია)
5. ეგვიპტის  მდებარეობა-(თათია თათრიშვილი, მარიამ მიქაძე, მარიამ ბატატუნაშვილი)
6. ეგვიპტის კულტურა და რელიგია-( მარიამ მინასიანი და თეონა პეტრიაშვილი)
7. ინდოეთი-( ლევან სიბაშვილი, ბაქარ არქანია, ლუკა მახარაშვილი, მალხაზ ციცხვაია, გიორგი ალადაშვილი)
8. ჩინეთი-( ნიკოლოზ ტოპეშაშვილი, გიგა ცხვედაძე, ზვიად ჯაყელი, მალხაზ ღონღაძე)
მოსწავლეთა შეფასება კომენტარებით 
შეფასების რუბრიკების მიხედვით
4 წთ











No comments:

Post a Comment