6 გ კლასი

 " საქართველო-რელიგიათა ოაზისი"
 მე 6-ე კლასში მოსწავლეები გაეცნენ საქართველოში გავრცელებულ სხვადასხვა რელიგიებს, საგაკვეთილო მასალიდან მათ გაიგეს თუ რა პერიოდიდან და როგორ გავრცელდა სხვადასხვა რელიგიები საქართველოში.აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დავგეგმე სასწავლო შემეცნებითი ექსკურსია თბილისის უძველეს უბან აბანოთუბანში, სადაც ერთდროულად წარმოდგენილია სხვადასხვა რელიგიური კონფესიების სალოცავები, ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეების თვალსაწიერის გაფართოება, დამატებითი ინფორმაციის მიღება და შემოქმედებითი უნარების განვითარება. ექსკურსიის ფარგლებში დავათვალიერეთ გრიგორიანული ეკლესია, მუსულმანური მეჩეთი, ებრაული სინაგოგა, კათოლიკური ტაძარი და მართლმადიდებლური ეკლესია. ექსკურსია საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი გამოდგა. მოსწავლეებმა საკუთარი ემოციები და შთაბეჭდილებები წერილობითაც და სიტყვიერად გამოხატეს, კედლის გაზეთიც დაამზადეს.








No comments:

Post a Comment